დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებას შსს ბოლომდე მიიყვანს.
ამის შესახებ ნიკოლეიშვილმა “პრაიმტაიმს” განუცხადა. ექსპერტი არ აკონკრეტებს, რა ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს ამას.
ხორავას ქუჩის საქმეზე მომზადებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა, სწორედ ნიკოლეიშვილს ეკუთვნოდა.
ექსპერტი დასძენს, რომ „შეფასებების და კომენტარების უფლება არ აქვს, ვინაიდან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, თუმცა, დარწმუნებულია, რომ გახარიას უწყება კიდევ შორს წავა და მხოლოდ კალანდიას დაკავებით არ შემოიფარგლება.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კალანდიას ბრალი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ედება.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.