ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის მერი: მე და ჩემი გუნდი ვემიჯნებით ნანა კოსტავას დამოკიდებულებას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია

“პირველ რიგში ვიზიარებ ოჯახის დიდ ტკივილს. რაც შეეხება საკრებულოს წევრის მხრიდან დაწერილ პოსტს, მე პირადად და ასევე ჩვენი გუნდი ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია”

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ნანა კოსტავას ნათქვამს განცხადებით პასუხობს;

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოსთან 30 მაისს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოდნენ.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ამასთან, ქუთაისის საკრებულოს ინფორმაციით, ამავე ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
“მეტრონომთან” საუბრისას კოსტავამ განაცხადა, რომ ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

კოსტავას გენდერული საბჭოც დაატოვებინეს.

ამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომსიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ, 3 ივნისს დატოვებდა. 

თუმცა, როგორც დღეს კოსტავამ განაცხადა,  ის სავარაუდოდ, ქუთაისის საკრებულოს აღარ დატოვებს.

იტვირთბა....