ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არ მოდუნდება და ბრძოლას გააგრძელებს.
სარალიძის განცხადებით, ბრძოლა არ გაჩერდება, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს.
„წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ძალიან კარგად იცით თქვენც და საზოგადოებამაც. პირველად გამიჩნდა შეგრძნება, რომ სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა ისევ გრძელდება. არავინ იფიქროს, რომ მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ყველანაირად თავი შეიკავონ ჩემი შვილის, ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისა და სპეკულაციებისგან. უკაცრავად ამ თქმაზე, მაგრამ ჩემზე უკეთ არავინ იცის, მე ჩემი შვილი როგორ დავიცვა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.