პარლამენტის წევრ, გედევან ფოფხაძის განცხადებით, უზენაესი მოსამართლეების კანდიდატთა შემოთავაზებული სიიდან ჩანს, “იმ კანდიდატების წრე, რომლის გაყვანაც კლანს სურდა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეებად”.
“სია თავისთავად ჯერ სრულფასოვანი ანალიზის საშუალებას არ გვაძლევს, სანამ არ გამოიკვეთებიან ის უშუალო კანდიდატები, რომლებიც კლანს უნდა და რა სიაც შემოვა საბოლოოდ პარლამენტში. ამის შემდეგ უფრო სიღრმისეული ანალიზის საშუალება გვექნება, თუმცა შემოთავაზებული სიიდან უკვე ჩანს იმ კანდიდატების წრე, რომლის გაყვანაც სურდა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეებად”, – განაცხადა გედევან ფოფხაძე.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია დღეს გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია დღეს გაასაჯაროვა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შორის შალვა თადუმაძეც არის