ახალი ამბები მთავარი სამართალი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შორის შალვა თადუმაძეც არის

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია გაასაჯაროვა.

144 კანდიდატს შორის მოხვდა მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე. თუმცა სიაში არ მოხვდნენ დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების განაცხადების მიღება 2019 წლის 11 მაისს დაიწყო.

საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაიწყო.

მანამდე კი, 24 დეკემბერს საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა პირველად გამოქვეყნებულ სიას  საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

იტვირთბა....