18-20 ივლისს აჭარა შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ბათუმის ჩოგბურთის კლუბში მსმენელის წინაშე, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი – „ინკოგნიტო“ და ჟანრის სხვა ცნობილი მუსიკოსები წარსდგებიან.
ჟან პოლ მონიკი, სასცენო სახელით ბლუიდ ცნობილი გიტარისტი, მომღერალი, პროდიუსერი და „ინკოგნიტოს“ ლიდერია. ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი საქართველოში კონცერტისთვის უკვე ემზადება.
ბენდმა 40 წლის განმავლობაში 17 ალბომი გამოუშვა და არაერთი ჰიტის ავტორია.
ჯაზ ფესტივალზე 20 ივლისს გამოვა.
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართება.

