„ძალიან მძიმე იყო ნანა კოსტავას განცხადება. ასეთი განცხადებები მისაღები არავისთვის არ არის. საღად მოაზროვნე ადამიანი ამას ნორმალურად არ აღიქვამს და არ მიიღებს. ზოგადად, სიძულვილის ენა სერიოზული პრობლემაა და პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, ხალხს დავანახოთ, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამ ადამიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა“.
კახა კალაძე, დედაქალაქის მერი
მან აღნიშნული კომენტარი ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას “ფეისბუქ” პოსტის შეფასებისას გააკეთა.
“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.