“იმედი მაქვს მალე საქართველოშიც დაბრუნდება და დადგება დრო, როდესაც ქვეყნის პირველ პირებს ემიგრაციაში არ გავაქცევთ. დარწმუნებული ვარ რომ , ისტორიის ამ ცუდ გამოცდილებას მომავალი თაობა შეცვლის. მიშას ტემპი და ენერგია უკრაინაზე მეტად ახლა საქართველოს სჭირდება”
ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობა დაუბრუნა.
სააკაშვილმა ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით 22 მაისს მიმართა.
სააკაშვილი უკრაინაში გუშინ ჩავიდა.