უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობა დაუბრუნა.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის საიტი ავრცელებს.
სააკაშვილმა ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით 22 მაისს მიმართა.
ამავე ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილიც წერს საკუთარ სოციალურ ქსელში.