ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დავით საყვარელიძის განცხადებით, სააკაშვილის პარტია რადას არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პოლიტიკური პარტიის “ახალი ძალების მოძრაობა” ერთ-ერთმა ლიდერმა და საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის პარტია მონაწილეობას მიიღებს უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში.

როგორც მან საგენტო “აპოსტროფთან” ინტერვიუში აღნიშნა, მათ არჩევნებში მონაწილეობის ლეგიტიმური უფლება აქვთ.

„ჩვენ გვაქვს არჩევნებში მონაწილეობის ლეგიტიმური უფლება და ამ უფლებას გამოვიყენებთ, დავიცავთ იმ ფილოსოფიას და პროექტებს, რომლის განხორციელებაც გვინდა როგორც პოლიტიკურ ძალას“, – განაცხადა საყვარელიძემ.

ვლადიმირ ზელენსკიმ რადა დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს დანიშნა. გუშინ კი ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნა.

იტვირთბა....