ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზელენსკის მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა” – კობერიძე სააკაშვილის მოქალაქეობაზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის ახალ პრეზიდენტის მიერ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერ ასეთი ტიპის ნაბიჯს ექნება შესაბამისი პოლიტიკური ფასი, მათ შორის ზელენსკისთვისაც

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვება.

“ვფიქრობ, რომ ზელენსკისაც მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა. არ მგონია, რომ უკრაინაშიც ოპონენტების მხრიდან არ იყოს ეს შეფასებული პოლიტიკურ ჭრილში საკმაოდ მწვავედ”,-აცხადებს კობერიძე.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას ნიშნავს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობამ და ხელისუფლებამ ადგილი უკვე განუსაზღვრა.

“მიხეილ სააკაშვილის ადგილი მოსახლეობის გონებაშიც და სამართლებრივადაც არის მკაფიოდ განსაზღვრული. შესაბამისად, ამ ადამიანს აქვს კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობები წაყენებული და თუკი ის საქართველოში მოხვდება, ის ქმედებები იქნება განხორციელებული, რაც არის სამართლებრივ ჩარჩოში” – აცხადებს ლევან კობერიძე

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობა დაუბრუნა.

იტვირთბა....