ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილის პირველი კომენტარი უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ

უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც “კურიერს” სააკაშვილმა განუცხადა, ის ახლა უფრო ახლოს იქნება ქართველ ხალხთან.

„უკრაინაში ჩვენი პროგრესის მტრები და ჩემი მტრები დამარცხდნენ ამ ეტაპზე და ზუსტად ასე დამარცხდებიან საქართველოში. ამაში ვარ დარწმუნებული. მე ერთი წამით არ დამიკარგავს რწმენა ჩვენი გამარჯვების და ჩვენი საქმის გამარჯვების უკრაინაში. რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი საზრუნავი, მე ვარ მთავარი ჭირისუფალი საქართველოსი და საქართველოს წარმატების მთავარი გულშემატკივარი. ქართველ ერს, ქართველ ხალხს ტყუილად ნუ მოუყვებიან ქოცები, რომ უკრაინაში დაბრუნებით საქართველოზე ვამბობ უარს. მე საქართველოსთან ბევრად ახლოს ვიქნები, ბევრად ახლოს ქართველ ხალხთან,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობა დაუბრუნა.

იტვირთბა....