“ვფიქრობ, რომ თუ ქრონოლოგიურად დავალაგებთ, როდის და რით დაიწყო დავით გარეჯის თემის გამწვავება, მარტივად დავინახავთ, რომ ტრიგერის როლი ამ ისტორიაში ითამაშა სალომე ზურაბიშვილმა. მიუხედავად იმისა, მან ეს შეგნებულად გააკეთა, თუ შეუგნებლად, ცხადია რომ ითამაშა მესამე მხარის ინტერესებზე. ეს კი, ჩემის აზრით, მისთვის უნდობლობის გამოცხადების პირდაპირი საფუძველია. შესაძლოა, ამას წინ უძღვოდეს სუსის შესაბამისი გამოძიება. სასურველია, ანალიგიური გამოძიება ჩატარდეს აზერბაიჯანშიც. ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მჭიდრო თანამშრომლობა ახლა მნიშვნელოვანია”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.