ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდუბეში სპორტული მოედნების განახლება მიმდინარეობს

დიდუბესა და დიღმის მასივში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სპორტული მოედნები სამ მისამართზე უკვე განახლდა.

აკაკი ბელიაშვილის ქუჩის N40-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-8 კორპუსთან, ასევე დიდუბის ქუჩის მეორე შესახვევის N3-თან მდებარე სპორტულ მოედნებზე დაზიანებული ხელოვნური საფარი ახლით შეიცვალა, ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული მავთულბადე განახლდა, შეიღება და დაიჭიმა. ასევე, ახლით ჩანაცვლდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 72 830 ლარი გამოიყო.

ამ ეტაპზე, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სამტრედიის ქუჩის N2-სა და 2ბ-ში, ასევე მირცხულავას ქუჩაზე.

მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პე-ბე“ ახორციელებს.

იტვირთბა....