მთავარი ციტატა

დოლიძე – სესიაშვილის აუზის მერე, საცურაო აუზი კობახიძისთვის ტრავმულ გამოცდილებასთანაა დაკავშირებული

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ არ აპირებს მურუსიძესთან ყავის სმის მცდელობებში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც “მეტრონომს” დოლიძემ განუცხადა, მას მურუსიძესთან საკონსულტაციო არაფერი აქვს.

“ჩემთვის გასაგებია, რომ სესიაშვილისა და ხაბელოვის აუზების შემდეგ, საცურაო აუზი კობახიძისთვის ტრავმულ გამოცდილებასთანაა დაკავშირებული და სტრესტულ მომენტებში ახსენდება, ეს აუზს რაც შეეხება.

თავიდანვეე ვთქვი, რომ სამუშაო ჯგუფი არის ფარსი და ლევან მურუსიძესთან ყავის სმისა და კონსულტაციის მცდელობა, რაშიც რა თქმა უნდა, მე მატ ხელს არ შევუწყობ – მურუსიძესთან საკონსულტაციო არაფერი მაქვს არც მე და არც ქართველ ხალხს. ამიტომ, ნუ ეწყინებათ თუ დიდი ენთუზიაზმით არ მოვეკიდებით ქართველი გადამხდელის ხარჯზე ლევან მურუსიძესთან სხვადასხვა ფორმატებში ყავის სმის მცდელობებს”, – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ კობახიძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე დოლიძემ ნახევარი დღე აუზზე გაატარა.

 

 

იტვირთბა....