ანა დოლიძე ბორჯომში სასამართლო რეფორმის შეხვედრაზე სამუშაო პროცესში ჩართული არ ყოფილა და ნახევარი დღე აუზზე იყო – ამის შესხებ განცხადება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“ბოლო ხუთი სრული დღე დავუთმეთ ამ საკითხის განხილვას, მათ შორის გვქონდა ორი ორდღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა. ყველა მხარე იყო ჩართული ამ განხილვებში, გარდა ქალბატონი ანა დოლიძისა. 5 დღიდან მან მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და იმ ერთი დღიდან ნახევარი დღე იყო აუზზე. აი, ეს არის რეალობა და აქედან გამომდინარე მის განცხადებებს სერიოზულად ვერ მივიღებ” – აღნიშნა კობახიძემ.
მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ თქვა, რომ კობახიძის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ფარსია.