ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ივანიშვილმა, დავით გარეჯი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიყიდა” – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს დავით გარეჯის ტერიტორია მიყიდა.

ის მოითხოვს, შეწყდეს ერთობლივი კომისიის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით მანამდე, ვიდრე პროცესებში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვება.

“ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, დავით გარეჯი მიჰყიდა თავის ბიზნესპარტნიორ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ოლიგარქ ილჰამ ალიევს.

გაცხარებული ტემპებით მიდის ამ წუთშიც მუშაობა, რათა ეს ქართული უძველესი სიწმინდე საბოლოოდ იქნას ოკუპირებული.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიშალოს ე.წ. მოღალატეობრივი დელიმიტაციის კომისია, შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკებები, სანამ ფორმატში არ ჩაერთვება ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისი წერილები გაგზავნილია“,- აცხადებს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.

ამის შესახებ განცხადება, ბაქოში გამრთული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება.

დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი მეუფე იაკობმაც გააკეთა. მისი განცხადებით გარეჯის ტერიტორიაზე, ვინც წინ გადაეღობება, არცერთი სამინისტრო აღარ დარჩება.

იტვირთბა....