თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხება:
“ერთი ინტერვიუ, ორი სასწაული პასუხი. რატომ აქვს ასეთი პრობლემა პირდაპირ მარტივ პასუხებთან? რატომ უჭირს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციონირება.
1. რას ეტყოდა პუტინს? 100 შესაძლო პასუხიდან მაინცდამაინც ამას რატომ ირჩევს?
ჰიპოტეტურადაც კი არ აპირებს უთხრას, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დგას და ნებისმიერი დიალოგის საწყისი ამ ტერიტორიების დატოვებაა, ოკუპაციის დასრულება.
2. ჟურნალისტის კითხვაზე “როგორ დააბრუნებთ მას (სააკაშვილს) უკან?”
პრეზიდენტი ჟურნალისტს რომ არ უნდა ეძერსკებოდეს რთულია ამოცანაა, და რას ნიშნავს იქ დაიტოვეთ. მისი ქვეყნის სასამართლო და საგამოძიებო უწყებებს ის დამნაშავედ, ძებნილად ყავთ გამოცხადებული. ამ კითხვაზე სრულიად პირდაპირი პასუხია – პატიმრად, ბადრაგით.
ინსტიტუციურად, პოლიტიკურად, იურიდიულად, სახელმწიფოებრივად ერთადერთი სამართლებრივი პასუხია.
მაგრამ (პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რედ. )არ შეუძლია, არ იცის, და არც უნდა რომ გაიგოს,” – წერს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მისცა