მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი? ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი” – ზურაბიშვილი

“ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. გაყინული კონფლიქტები ეს ადრე იყო. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს მთავარი პრობლემაა” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც უპასუხა კითხვას – “აქვს, თუ არა საქართველოს გაყინული კონფლიქტები რუსეთთან”

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები უმთავრესი პრობლემაა. ამასთან, პრეზიდნტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ეს მთავარი პრობლემაა ყოველდღე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლის ჩვენს ევროკავშირზე ორიენტაციას, ეს არ ცვლის ჩვენს მიმართულებას. თუ ეს იყო რუსეთი მიზანი და ალბათ იყო, რუსეთს იმედი გაუცრუვდა. ჩვენ შესაძლოა უფრო მეტად მოტივირებული ვართ, რადგან ვიცით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნებისმიერი სხვა პერსპექტივა ან ალტერნატივა. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ასევ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი ევროპის. ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა ხელს არ უშლის ევროპულ მომავალს. შეხედეთ გერმანიას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვზე, თუ რას ეტყოდა „ბატონ პუტინს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ საინტერესო ის არის, თუ რას ეტყოდა თავად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

„რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მისცა

იტვირთბა....