ვაკე – საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს, ქვები გზის სავალ ნაწილზე ჩამოიშალა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად გზა უსაფრთხოების მიზნით არის გადაკეტილი. ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახური და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.