მთავარი ციტატა

“შუბლში ვერ ვაჯახეთ ხალხს, ეს გავაკეთეთ და ამის იქეთ აღარ დაინახოთ-თქო”

„ძალიან დიდი გაუგებრობაა მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი და იმ კაცის რეიტინგი, რომელმაც 2012 წელი მოიატანა, ხელისუფლება მშვიდობიანად გაუშვა და საქართველოში უამრავი საქმე გააკეთა. ფონდ „ქართუ“-ს სიკეთეების უკვალოდ დაკარგვა წარმოუდგენელია. ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს მოლოდინი ჰქონდა, რომ დოლარები ტომრებით ჩამოიყრებოდა, ეს ვერ შედგა და „შავი პიარის“ ნიაღვარი, რაც ამ ადამიანის მიმართ მიზანმიმართულად მიმდინარეობს, შეიძლება, რაღაც გავლენა იქონია, მაგრამ ის, რომ ასეთი ცირკის ქვეშ მოექცა, წარმოუდგენელია.
ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რასაც უყურებს პარლამენტში, ჰგონიათ, ესენი არაფერს არ აკეთებენ, მარტო ლაპარაკობენო, არადა, მინისტრი, მერი, გზას აგებენ. მთელი რიგი პრობლემები გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთ დამოკიდებულებას მაინც იმას ვუკავშირებ, რომ პიარი სუსტად ყოველთვის იყო. მგონია, რომ მოსახლეობამდე ბევრი გაკეთებული საქმე არ არის მისული. ეს ჩვენი ბრალია, შუბლში ვერ ვაჯახეთ და ხალხს არ ვატყეპებთ, ეს გავაკეთეთ და ამის იქეთ აღარ დაინახოთ-თქო“.

ნუკრი ქანთარია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

იტვირთბა....