ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI – 51%-ის აზრით, ქართულმა ეკლესიამ უნდა აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51%-ის აზრით, საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღიაროს.

13% მიიჩნევს, რომ ქართულმა ეკლესიამ ეს არ უნდა გააკეთოს, 35%-მა დასმულ კითხვას უპასუხა, რომ არ იცის. 1%-მა პასუხზე უარი თქვა.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

იტვირთბა....