საქართველოს ექს-პრეზიდეტი მიხეილ სააკააშვილი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის, თაზო ფაცაციას სექსისტურ მიმართვას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.
“არ შემიძლია არ გამოვეხმაურა და არ დავიცვა ჩემი თანაგუნდელი თინა ბოკუჩავა, იმ უტიფარი თავდასხმისგან, რომელიც მასზე განახორციელა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარისა და ივანიშვილის ხროვის მოადგილემ, რომელმაც რაღაც წამოაყრანტალა თინას განათლებაზე და ჩემთან მის რაღაც კავშირზე.
რა თქმა უნდა ძალიან ძნელია ასეთ გაუნათებელ ქოცს ესაუბრო განათლებაზე, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თინა ბკუჩავა სანამ მოხვდებოდა პარლამენტში დამთავრებული ჰქონდა ერთ-ერთი სერიოზული დიპლომატიური სკოლა ამერიკაში fletcher school of law and diplomacy, მას ამ სკოლის სრული კურსი ჰქონდა გავლილი. მანამდე სკოლა ქონდა დამთავრებული ამერიკაში და შემდეგ სწავლობდა ჟენევაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორსო ურთიერთობაა სკოლაში. შემდეგ მუშაობდა ამერიკის ნაციონალურ-დემოკრატიულ უნივერსიტეტში, საიდანაც მოვიდა პოლიტკაში და არის ძალიან წარმატებული პოლიტიკოსი.
პირი გამოიბანეთ სანამ თინა ბოკუჩავაზე რამეს იტყვით. მართლა საიდან მოვიდა ამდენი გაუნათლებელი, უტიფარი და სულიერად მახინჯი ადამიანი ერთად. გამაოგნებელია… თქვენ არ ხართ საქართველო. საქართველო არის ნიჭიერი, ლამაზი, ჭკვიანი, განაათლბული ხალხით დასახლებული ქვეყანა. სამეგრელოში განსაუთრებით ჭკვაინი და განათბეული ხალხი ცხოვრობს.
თინა არ გაიტეხო გული, ვიცი არ შეგეშინდება.. ვერაფერსაც ვერ დაგაკლებენ რაც არ უნდა იპურტყუნონ. ჩემზე ლაარაკობენ რაღაცეებს, რომ ვიყიდე ვილა, სისულელეა. მაგრამ მე უკვე შეჩვეული ვარ და პრაქტიკულად აღარც ვპასუხობ. მაგრამ თინას და სხვებს თავი დაანებეთ. იმიტომ, რომ სულ მალე არცერთი აღარ იქნებით თანამდებობებზე და თვალებში შეხედვა არ უნდა შეგრცხვეთ თქვენი თანამემამულეებისთვის. ყველას ერთ ქვეყანაში მოგვიხვდება ცხოვრება” – აღნიშნა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა სექსისტურ და შეურაცხმყოფელ კონტექსტსში მოიხსენი.
ამ თემსთან დაკავშირებით ფაცაციას “მეტრონომი” დაუკავშირდა.