ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

5 წუთი მაცადეთ, რაღაცეებს გადავხარშავ, ემოციები მაქვს – ფაცაცია ფეისბუქ-პოსტზე (აუდიო)

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ მრავალი დაპირების შემდეგ “მეტრონომს” განუცხადა, რომ 5 წუთში გასცემდა მის ფეისბუქ პოსტზე პასუხს, რომელიც პარლამენტარ თინა ბოკუჩავას მიმართ დისკრიმინაციას შეიცავდა.

“დაგირეკავთ, გეხვეწებით 5 წუთში. გეტყვით აუცილებლად, 5 წუთი მაცადეთ, რაღაცებს გადავხარშავ-გადმოვხარშავ, ემოციები მაქვს მეც, კაცო, მაცადეთ”, – განგვიცხადა ფაცაციამ.

თუმცა, 5 წუთის შემდეგ ფაცაციას ტელეფონი გამორთული ქონდა.

შეგახსენებთ, რომ ზუგრდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, თაზო ფაცაციამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას მიმართ, საკუთარ Facebook გვერდზე დისკრიმინაციული განცხადება გამოაქვეყნა.

 

 

იტვირთბა....