aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ესკალაციის საშუალებით რაღაცნაირად მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალებს” ერთადერთი შანსი აქვთ პროცესების ესკალაცია​. ესეც არ გამოუვათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, ამომრჩევლის მობილიზების საუკეთესო საშუალება პროგრამაზე საუბარია.

„რაც ხდება ხოლმე არჩევნების წინ, სამწუხაროდ, ის სურათი გვაქვს დღეს და სამწუხაროდ, მსგავსი სურათი იქნება ალბათ არჩევნების დღესაც. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ესკალაციის საშუალებით რაღაცნაირად მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება. ვფიქრობ, ეს არ არის ამომრჩევლის მობილიზების სწორი მეთოდი, ამომრჩევლის მობილიზება სწორი არის პროგრამაზე საუბრით. იმ პირობებში, როდესაც ვერაფერზე ვერ ესაუბრებიან საკუთარ ამომრჩევლებს, ვერც წარსულზე და ვერც მომავალზე, ერთადერთი შანსი აქვთ პროცესების ესკალაცია​. ესეც არ გამოუვათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ზუგდიდში ახლა ემოციები ჭარბობს.

„თუ ვინმეს ინტერესშია, მშვიდი, მშვიდობიანი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ შეინარჩუნონ თავად სიმშვიდე და არ უზრუნველყონ ვითარების ხელოვნურად ესკალაცია. ეს არ შედის სამართლიანი არჩევნების ინტერესებში, მშვიდი, მშვიდობიანი არჩევნების ინტერესებში. ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს სწორედ ასეთი არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ გია დანელიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი ვიდეოები წინასაარჩევნო ტრადიციად იქცა.

„ეს ფარული ჩანაწერები იქცა ჩვენი არჩევნების ლამაზ ტრადიციად. რა თქმა უნდა, ბრჭყალებში ლამაზ ტრადიციად. ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ, რომ ქვეყნდება გარკვეული ჩანაწერები. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩაძიება და ამ შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებსაც უნდა მოვუწოდო, რომ ჩაეძიონ ამ ინფორმაციას, ნახონ, რამდენად ავთენტურია ეს ინფორმაცია, რამდენად არის საუბარი იქ ისეთ ფაქტეზე, რომელსაც სინამდვილეში შეიძლება, ჰქონოდა ადგილი. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გასცენ ყველაფერს პასუხი. თუმცა, ეს „ლამაზი ტრადიცია“ ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

იტვირთბა....