ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრეგაძე ლგბტქ თემზე – ძალიან კარგი ქნეს, რომ 17 მაისს აქციას არ გამართავენ

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესადმი მიძღვნილ მსვლელობაში მიიღებს მისი მოძრაობა მონაწილეობას, ხოლო მთავარი ყურადღება კი 18 ივნისისკენ იქნება გადატანილი.

“ჩვენ ვუერთდებით საქართველოს პატრიარქისმიერ გამოცხადებულ ოჯახის სიწმინდის დღისადმი გამართულ მსვლელობას და მასში მონაწილეობას მივიღებთ. შემდგომში კი სამების საკათედრო ტაძარში ვილოცებთ.

მე რამდენადაც ვიცი, მამათმავლები აქციას არ გეგმავენ 17 მაისს. ძალიან კარგი ქნეს, რომ არ აკეთებენ აქციას. ჩვენი მთავარი აქცენტი 18 ივნისისთვის არის გადატანილი, როდესაც თბილისში იგეგმება ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ დღეს ათეულ ათასობით ადამიანი გამოვალთ ქუჩაში და საშუალებას არ მივცემთ მათ, რომ ეს აღლუმი ჩაატარონ და ამას გავაკეთებთ მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე”, – აცხადებს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისიჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ამასთან, 2014 წელს საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად საპატრიარქო კონცერტის გამართვას გეგმავს. გარდა ამისა, მოეწყობა მსვლელობაც.

თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება.

“მეტრონომი” ემიჯნება ყოველგვარ ჰომოფობიურ განცხადებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას;

იტვირთბა....