საქართველოს, მოქალაქეები რომელთაც კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე უარი ეთქვათ, საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას არ ფლობდნენ, – ინფორმაციას ამის შესახებკვიპროსში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგმილია სამშაბათს.
“საქართველოს საელჩოში კვიპროსის რესპუბლიკაში შევიდა შეტყობინება, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი ეთქვათ კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სასაზღვრო სამსახურს. სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები არ ფლობდნენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას. ისინი იმყოფებიან სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში, უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით და მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგილია სამშაბათს“, -აცხადებენ კვიპრისში, საქართველოს საელჩოში.
შეგახსენებთ, 11 მაისს კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები ამბობენ, რომ საბუთები წესრიგში აქვთ, თუმცა მაინც აეროპორტის იზოლატორში არიან და წყალი და საკვები არ აქვთ.