სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი სოციალურ ქსელში ადიდებული ალაზნის ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც ტრაქტორი მიაქვს.
ბორძიკაშვილის ინფორმაციით ეს ის ტრაქორია რომელიც 21 აპრილს ჰესის მშენებარე კომპანიამ პანკისის ხეობაში ამოიყვანა.
“ალაზანია ძალიან ადიდებული!
გადმოვიდა და ის ტრაქტორი, რომელიც ჰესისთვის კომპანიას ჰყავდა ამოყვანილი, ალაზანს მიაქვს” – წერს ბორძიკაშვილი სოციალურ ქსელში.
ფოტოს და ვიდეოს ავტორი სუხან ბორძიკაშვილი.