მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი ტერორისტული აქტის მომზადების საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა დაკითხვაზე და შენობის დატოვების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.
როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, მასსა და მის ძმისშვილს შორის მსგავსი შინაარსის საუბარი არ შემდგარა.