“დილიდან ოცნება აკრავს ამ ფეიკებს ჩემს “ინტერვიუზე” ზუგდიდში.დიახ,მაშინ როცა თქვენი პატრონი ივანა ლებედს აფინანსებდა და გამსახურდიას გიჟს ეძახდა,ხოლო მისი თოჯინა სალომე, მეგრელებს “მოღალატეებს” , ჩემი გადაწყვეტილებით,ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირების წოდება მიენიჭათ…საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშთი მშობლიურ მიწას დაუბრუნდა…
დიახ, სანდრა უნდა გახდეს მერი,რათა ჩემი დაწყებული ლაზიკა დასრულდეს და თითოეული ზუგდიდური ოჯახი წელში გაიმართოს და ზუგდიდი და სამეგრელო მთელმა მსოფლიომ გაიცნოს!
ზუგდიდი არ იყიდება!”
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი; სოციალური ქსელი;
ზუგდიდში ავტობუსის გაჩერებებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციიური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ფოტოები გამოჩნდა წარწერით: “და შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა? და შენ გინდა ზუგდიდის მერობა?”