ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“და შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა?” – ზუგდიდში სააკაშვილ-რულოვსის საწინააღმდეგო აფიშები გამოჩნდა

ზუგდიდში ავტობუსის გაჩერებებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციიური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ფოტოები გამოჩნდა წარწერით: “და შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა? და შენ გინდა ზუგდიდის მერობა?”

ფოტოების ნაწილზე სააკაშვილია გამოსახული და ავტორის მტკიცებით, 1992 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში სააკაშვილი გამსახურდიას “უღირს პრეზიდენტად და “კავკასიელ ჰუსეინად” მოიხსენიებს.
მეორე ნაწილზე კი მერობის კანდიდატის წიგნიდან ციტატაა მოყვანილი, სადაც რულოვსი საქართველოს პირველ პრეზიდენტს ბანდფორმირების ხელმძღვანელად მოიხსენიებს.

ამ დროისთის უცნობია ვინ განათავსა ფოტოები გაჩარებებზე.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

იტვირთბა....