“გიორგი ქობულია არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი წავიდა მაღალი თანამდებობიდან და არ გაქრა. თავის თავზე აიღო გამბედაობა, საუბარი დაიწყო იმ მიზეზებზე, რის გამოც თანამდებობიდან წასვლა მოუწია. ეს არის ძალიან დასაფასებელი იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ტენდენცია, რომ ვინმე საქართველოში მოქალაქეებს ექცეოდეს ისე როგორც საღეჭ რეზინს. ეს მოხდა ნინო გვენეტაძესთან მიმართებაში და ძალიან ბევრ მაღალი თანამდებობის პირთან მიმართებაში, რომელიც უბრალოდ, პოლიტიკური სპექტრიდან გაქრა. მათ შორის, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ეს იყო ძალიან საშიში ტენდენცია. ქობულიამ უნდა დაამკვიდროს, რომ არ შეიძლება ადამიანებთან მოქცევა ისე, რომ ადგე, საღეჭი რეზინივით დაღეჭო და გადააგდო და მერე საერთოდ არ მოიხსენიო”
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ჟურნალისტებთან საუბრისას;
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ Forbes Georgia-ს აღმასრულებელ რედაქტორთან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მისი სურვილი არ ყოფილა.