ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იყო თხოვნა, რომ წავსულიყავი თანამდებობიდან, მე ეს არ გავაკეთე” – ქობულია

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ Forbes Georgia-ს აღმასრულებელ რედაქტორთან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მისი სურვილი არ ყოფილა.

“იყო თხოვნა, რომ მე წავსულიყავი თანამდებობიდან, მე ეს არ გავაკეთე. მე მეგონა ჩვენ შევთანხმდით დასაწყისში, მერე აღმოვაჩინე რომ ჩვენ ამაში თანხვედრა არ გქვონდა”, – განაცხადა ქობურიამ.

ქობულიამ გადაცემაში ასევე ისაუბრა, როგორც მის მოსვლაზე, ასევე წასვლაზეც.

“პირველ რიგში კომუნიკაცია პრემიერ მინისტრთან მქონდა, მაგრამ პარტიის ლიდერთანაც გავიარეთ ეს საკმაოდ დეტალურად. ამის შემდეგ მოხდა ის კონფლიქტი რაც მოხდა.” – განაცახადა ქობლიამ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქიბულიამ თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

იტვირთბა....