პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან დატოვების ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
არსებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას, გიორგი ქობულიას მოადგილე ნათია თურნავა დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა და ამ პოზიციას 9 თვის განმავლობაში იკავებდა.