aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ჭიაბერაშვილი – შავრაზმული მცდელობა ილია ჭავჭავაძის მიერ დამკვიდრებული ტრადიციის საწინააღმდეგო, ჩავარდა

“რეპორტაჟი პარლამენტის სხდომიდან

დღეს “ქართულმა ოცნებამ” სცადა, გაეძვრინა დეპუტატ ქანთარიას კანონპროექტი ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღების შესახებ.

“ევროპული საქართველოს”, განსაკუთრებით კი Sergo Ratiani-ის ძალისხმევით, ეს შავრაზმული მცდელობა – ილია ჭავჭავაძის და თერგდალეულების მიერ დამკვიდრებული ტრადიციის საწინააღმდეგო – ჩავარდა.

აღნიშვნის ღირსია, რომ ამ შავრაზმულ მცდელობის წინააღმდეგ, “ევროპულ საქართველოსთან” ერთად, ხმა მისცეს დეპუტატებმა “ქართული ოცნებიდან”: გუგული მაღრაძემ, ირინე ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ.

სხდომას ესწრებოდა თამარ ჩუგოშვილი, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც მოგვიანებით სრულიად დემაგოგიური განმარტება გააკეთა (იხ. კომეტარში).

ბუნებრივია, კანონპროექტის მხარეს აღმოჩნდა “პატრიოტთა ალიანსი”. ის ხომ “ქართული ოცნების” მიერ მოტანილი სიბნელის ყველაზე გულმხურვალე ადეპტია.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რომელიც ისე ირყევა, “ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”. დეპუტატ ქანთარიასთან, ზოგადად “ქართულ ოცნებასთან” და “პატრიოტთა ალიანსთან” პრეტენზია არც მაქვს – ისინი ამ სიბნელით მოვიდნენ ხელისუფლებაში და სანამ ძალაუფლება უპყრიათ, შეეცდებიან, თავისი გაიტანონ.

აი, მარიამ ჯაშთან დაკავშირებით კი რჩევა მექნება ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან, ვისაც სოფიო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარეობა “აღგაფრთოვანებთ”: სულ ტყუილად გრჩებათ მხედველობიდან ქალბატონი მარიამი.

მცირე რეპორტაჟს კი დავასრულებ სოციალისტი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის გამონათქვამით, რომ “სიტყვა “ლიბერალიზმი” ინდივიდუალიზმის ფეტიშს ამკვიდრებს”

“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; სოციალური ქსელი;

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი 61 მომხრე ხმით 18-ის წინააღმდეგ ჩავარდა. სხდომაზე დეპუტატებს შორის გამოიწვია კანონპროექტში არსებულმა ტერმინებმა. კერძოდ, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური“.

იტვირთბა....