ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია პანკისის მოვლენებზე – ეს არ ყოფილა სპეცოპერაცია

ეს მოხდა მარტივად, 21 აპრილს დილით კახეთის სამხარეო პოლიციის 35 პოლიციელი შევიდა იმ ლოაკციაზე და შესაბამისად ყველაფერი რაც შემდგომ მოხდა, ეს იყო რეაქცია, როდესაც იყო გამოვლენილი აგრესია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და გამოძახებული იყო დამატებითი საპოლიციო ძალები, ეს არ იყო სპეცრაზმი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გახარიას თქმით, პანკისში პოლიციის შესვლის მიზანი გახლდათ ის, რომ არ მომხდარიყო დამატებითი ფიზიკური დაპირისპირება.

“იქ პოლიციის შესვლის მიზანი გახლდათ ის, რომ არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებს შორის. პოლიციამ ღირსეულად შეასრულა თავისი ფუნქცია და ეს დარტყმა, აგრესია მიიღო თავის თავზე, რაც მისი მოვალეობაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ აღჭურვილობიდან დაწყებული, ქცევით და დაგეგმილი ღონისძიებით დამთავრებული, ეს იყო დაცვითი ღონისძიება.

ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, მეგობრებო და კოლეგებო – ქვეყნის უსაფრთხოების, მართლწესრიგის საკითხი არის ყველანაირ პარტიულ ინტერესზე უფრო მაღალი საკითხი, როდესაც ისეთ სათუთ თემებს, როგორიც არის მაგალითად პანკისი, ვიყენებთ პოლიტიკური ტემპერატურის ან პოლიტიკური ქულების… შესაბამისად, როდესაც ჩვეულებრივი სოციალური პროტესტი, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთეში, იძენს ისეთ განმარტებებს, როგორიც შეიძინა აქ, ეს არის უბრალოდ სამწუხარო.

როგორც ჩანს, ამ შეფასებებში გარკეულ მომენტში შეცდომები იყო გაპარული, არასრულად იყო გაწეული ეს სამუშაო. შესაძლებელია, რომ არასაკმარისი კოორდინაციაც იყო და ფაქტობრივად შედეგად მივიღეთ ის, რაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება შეფასდეს, რომ ეს იყო კარგი შედეგი. ეს იყო ცუდი შედეგი”, – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....