aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს დილით ხელი მოაწერა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს, რომელიც გადმოგზავნილი იქნა საქართველოს პარლამენტიდან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად დოკუმენტში მეორე მოსმენით გათვალისწინებულ იქნა პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც ასახული იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ ხმათა უმრავლესობით (87 მომხრე 33 წინააღმდეგი) მიიღო.

იტვირთბა....