საქართველოს პარლამენტმა, ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ ხმათა უმრავლესობით (87 მომხრე 33 წინააღმდეგი) მიიღო.
კენჭისყრას წინ უძღვოდა ხმაურიანი განხილვა. პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.
კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა წინა მოსმენებზეც. ოპოზიციამ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და არაერთხელ დაადანაშაულა როგორც კლანის ინტერესების გატარებაში, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფაში.