ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ასეთი მიდგომა ბოლო 30 წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკის საწინააღმდეგოა – უსუფაშვილი ზურაბიშვილის განცხადებაზე

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი კრემლის გადმოსახედიდან დანახულ თემებზე გევსაუბრება.

უსუფაშვილის განცხადებით, ამერიკის სამხედრო ბაზის საქართველოში განლაგება დღის წესრიგში არ დგას და ზურაბიშვილის მიერ საკითხთან ასეთი მიდგომა მიუღებელია.

“ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია განცხადების პათოსი, როდესაც პრეზიდენტი ბრძანებს, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების სამხედრო ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს იქნება მაპროვოცირებელი ანუ ზურაბიშვილი კრემლის გადმოსახედიდან დანახულ თემებზე გევსაუბრება. თუ ეს ასეა, უფრო მაპროვოცირებელ უნდა ჩითვალოს ჩვენი გაცხადებული სურვილი ნატოს წევრობის ან საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად წვრთნის ჩატარება.

ასეთ ვითარებაში, ეს მიდგომაა მიუღებელი, თავისთვად, ამერიკის სამხედრო ბაზის საკითხი, დღის წესრიგში არ დგას. ზურაბიშვილს შეეძლო ბევრი სხვა ტერმინოლოგიით აღეწერა ვითარება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დაერქმია ჩვენს სწრაფვას ნატოს წევრობისკენ და დემოკრატიულ სამყაროსთან ხარისხობრივად გაზრდილი მეგობრობისთვის მაპროვოცირებელი საკითხი, ეს არის სერიოზული შეცდომა და პრობლემა. ასეთი მიდგომა საქართველოს მიერ ბოლო 30 წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკის საწინააღმდეგოა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება შესაძლოა, რეკომენდირებული არ იყოს.

იტვირთბა....