მთავარი ციტატა

ჭიჭინაძე – სალომე ზურაბიშვილია ქვეყანაზე კიბერშეტევა

“არ მგონია, ეს კიბერშეტევა იყოს. ვფიქრობ, ქალბატონი სალომეა ქვეყანაზე კიბერშეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ცოტა უნდა ჩამოყალიბდნენ, სანამ კომენტარს გააკეთებენ. ჩვენ ძალოვან უწყებებს თავისი პრობლემები ეყოფათ შინაგანი კიბერშეტევები, რომ არ გავუხადოთ საძიებელი”

პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე; 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე 29 აპრილს  გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის  პოსტი, რომელშიც ტრამპი წერდა: 

„მძინარა ჯო ბაიდენი დღეს პირველ აქციას მართავს პენსილვანიაში”…

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც ის ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს, სოციალური მედიის მენეჯერმა შეცდომით გააზიარა პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალური ანგარიშიდან.

მოისწრაფიშვილმა არც კიბერშეტევა გამორიცხა.

იტვირთბა....