“გუშინ მედიასაშუალებებმა ამოიღეს და ცუდად გაავლეს ხაზი. ამოიღეს ჩემი კომპანიების ჩამონათვალი, სადაც იყო დაფიქსირებული შპს “სუსი”. ეს კომპანია 2015 წელსაა დარეგისტრირებული. მქონდა პროექტი და საქველმოქმედო ორგანიზაცია უნდა გაგვეკეთებინა. ეს იყო სულიერება და სიბრძნე. ორგანიზაციას უნდა დარქმეოდა სულიერება და სიბრძნე. კომპანიას როდესაც არქმევ სახელს, ხშირად ხდება, რომ პირველ ინიციალებს სვამ და ეს ჩემს ბევრ კომპანიაშია. ეს ინიციალები რომ ჩავწერეთ, დაერქვა სუსი. რა თქმა უნდა, ეს კომპანია არავის უხმარია. როგორც კი შევხედე, რომ კომპანიას ერქვა სუსი, ერთლარიანი ბრუნვაც კი არ ყოფილა. ეგრევე გავყიდე”
ლევან ჯიბღაშვილი; გადაცემა “რეაქცია”
შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. მან უკვე დატოვა იზოლატორი.
შსს-ის ინფორმაციით, ექსპერიზით დადგინდა, რომ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისგან ამოღებულია 0,5659გ კოკაინი და 0,1921გ ექსტაზი (MDMA).