შსს-ის ინფორმაციით, ექსპერიზით დადგინდა, რომ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისგან ამოღებულია 0,5659გ კოკაინი და 0,1921გ ექსტაზი (MDMA).
“განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, ექსპერტიზის პასუხს ველოდებით”, – აცხადებენ უწყებაში.
მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, რის შემდეგაც საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
ამავე თემაზე: პროკურატურის ლევან ჯიბღაშვილის გირაოთი გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს