მთავარი სამართალი ციტატა

ჯიბღაშვილი – ვერ ვხვდები ლევან ჯიბღაშვილის გირაო რატომ გახდა მაგალითი

“ვერ ვხვდები ლევან ჯიბღაშვილის გირაო რატომ გახდა მაგალითი, როდესაც როგორც მე ვიცი, ბოლო წლების განმავლობაში, საბედნიეროდ, ძალიან ბევრ ადამიანთან გაფორმდა გირაო და საპროცესო შეთანხმება იგივე და უფრო მძიმე მუხლებითაც. ეს ჩვეულებრივი სტატისტიკაა და შეუძლიათ, მოითხოვონ და მიიღონ პროკურატურისგან. ლევან ჯიბღაშვილის შემთხვევა არ ყოფილა ექსკლუზიური და ერთდერთი შემთხვევა, რომელთანაც მსგავსი ტიპის შეთანხმება გაფორმდა. წარსულში არც ერთხელ ვყოფილვარ ადმინისტრაციული წესითც კი დაჯარიმებული. აქედან გმაომდინარე, სისხლის სამართლის კანონმდებლობით, როგორც წესი, მსგავსი ტიპის შემთხვევაზე პატიმრობა არ უნდა გაფორმდეს”

ლევან ჯიბღაშვილი; გადაცემა “რეაქცია”

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. მან უკვე დატოვა იზოლატორი.

შსს-ის ინფორმაციით, ექსპერიზით დადგინდა, რომ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისგან ამოღებულია 0,5659გ კოკაინი და 0,1921გ ექსტაზი (MDMA).

იტვირთბა....