“200 მლ MDMA ერთი დოზაც კი არ არის. ყოველ შემთხვევაში მე მაგაზე მეტი დოზები მიმიღია, როცა კი მიმიღია. ეს ყველაფერი არის სასაცილო. ახლა ცდილობენ რამენაირი ახსნა უპოვონ მათ არაორდინალურ ქცევას, რომელიც დაგვირგვინდა იმით, რომ ეს ადამიანი ორ დღეში გარეთ გამოუშვეს. ჩვენ ამ პიროვნების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამაზე ნაკლები რაოდენობის გამო იხდის სასჯელს, სასწრაფოდ გამოსაშვებია”
“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე; “ტვ პირველი”
შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. მან უკვე დატოვა იზოლატორი.
შსს-ის ინფორმაციით, ექსპერიზით დადგინდა, რომ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისგან ამოღებულია 0,5659გ კოკაინი და 0,1921გ ექსტაზი (MDMA).