ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

არეშიძე პანკისის ამბებზე – უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც წყალს ამღვრევენ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” საუბრისას პანკისში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ აუცილებელია პირველ რიგში, ხელისუფლებამ დიალოგის ფორმატი გახსნას.

“ხელისუფლებამ პირველ რიგში დიალოგის ფორმატი უნდა გახსნას, პანკისში არსებულ ყველა სოციალურ ჯგუფს უნდა დაელაპარაკოს. პანკისი განსაკუთრებული სენსიტიური ზონაა.

მეორე, უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც წყალს ამღვრევენ. ქვებს ვინც ისროდა ის ხალხი კი არა, არამედ ვინც წყალს ამღვრევს, სხვადასხვა ხალხია. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სოფლების წყლით მომარაგებას გულისხმობს. თუ უნდა ხელისუფლებას ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, ეს ნაბიჯები უნდა გადადგას. ეს ყველაფერი თუ გაკეთდება, ხელისუფლებას ექნება სერიოზული არგუმენტი, რათა თავისი გაიტანოს”, – აცხადებს არეშიძე.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.

დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.

იტვირთბა....