პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ადგილობრივები ხადორი-3 ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა ხელკეტებითაა შეიარაღებული.
სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
3 დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ხეობაში გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ტექნიკა.