ახალი ამბები მთავარი სამართალი

რაც გუშინ პანკისის ხეობაში მოხდა, იყო თემირლანის ოპერაცია ორი – მაჩალიკაშვილი

ეს აწყობს სუს-ს. სუს-ი ცდილობს, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას. გუშინდელი ამბავი მე დავმალე და არ მივეცი საშუალება, რომ გაეშუქებინათ ჟურნალისტებს. მე პირდაპირ ვიძახდი, რომ არ ვიყავი დაკავებული. თუმცა, დიახ, მე ვიყავი დაკავებული და ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ და ამას არ მოჰყვეს დიდი ამბავი, – მის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, ძალოვან სტრუქტურებს სურდათ, რომ მისი დაკავებით სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბულიყო.

როცა შევეკითხე, რატომ გურჯაანში, თელავში გადამიყვანეთ მეთქი, არაო. მაგრამ, როგორც ასეთი, გზაზე გურჯაანიდან მომაბრუნეს. გზაში მოვახერხე დამერეკა ჩემს ადვოკატთან, ასეთი მდგომარეობაა, გადავყავარ გურჯაანში-თქო. უკვე ვიგრძენი ეს საფრთხე, რატომ გურჯაანში და არა – თელავში. ამასობაში შევეცადე, გამეშვა ზარი მარიამ კუბლაშვილთან. ამ შემთხევაში გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში უკან. ვიმყოფებოდი მანამ, სანამ ამათი მანქანა არ მომაკითხავდა. ვიყავი მათთან ერთად მანქანაში თავისუფლებააღკვეთილი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. ერთი ქისტიც რომ აიყვანონ ამ საქმესთან დაკავშირებით, თავიანთი წამოწყებული ამ ბინძური პროვოკაციის გამო, ამას არ შევარჩენ, ვაფრთხილებ, ხელისუფლება თუ რაღაც სატკივარი, სახელიც არ ვიცი, რა დავარქვა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი გომბორის უღელტეხილზე დააკავეს. მოგვიანებით, ინფორმაცია თავად მაჩალიკაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ არ დაუკავებიათ, უბრალოდ, გააჩერეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.

დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.

 

 

 

იტვირთბა....