“ვფიქრობ, რომ ჩვენ მოლაპარაკების გზით, სიმშვიდით, ერთმანეთის პატივისცემით, ყველანაირი პრობლემის აგდაჭრა შეგვიძლია. ისე, რომ ადამიანის უფლებები იყო მაქსიმალურად დაცული და მეორე მხრივ, ჩვენ გვქონდეს ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისვე ძლიერებისთვის არის საჭირო. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს ჩვენ საზოგადოებას გაერთიანებისთვის. არ მივცეთ მტერს გახარების უფლება. მგონია, რომ შიდა და გარე მტერი ამ სიტუაციიდან ქვეყნის საზიანო შედეგების მოტანას შეეცდება. მჯერა საზოგადოების გონიერების”
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პანკისის ამბებზე გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა”;
შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.
დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.