პანკისის ხეობის სახალხო კრების წევრმა, ემზარ ტოხოსაშვილმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა, რომ ისინი წინააღმდეგები იყვნენ ამ დაპირისპირების, თუმცა გააღიზიანა თვითონ ზემდგომმა ორგანოებმა სპეცრაზმა.
“ორივე შეხვედრას ვესწრებოდით, ვესწრებოდით და მოლაპარაკება ასეა თუ ისე განეიტრალდა, სიტუაცია დამშვიდდა, სიწყნარეა. სასტიკად განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ რომ ყველას დაიჭერს მკაცრად დასჯის.
ჩემი აზრით, ცალ მხარეს კი არ უნდა იწონებოდეს, უნდა უნდა გადაიხედოს ორივე მხარეს. რამ გამოიწვია, რომელი მხრიდან წამოვიდა ეს აგრესია, ზეწოლა და ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
ჩვენ ვწუხვართ რომ ეს ფაქტი ასე მოხდა, ჩვენ ამას არ დავუშვებდით, წინააღმდეგები ვიყავით, ვაჩერებდით მოსახლეობას, თუმცა გააღიზიანა თვითონ ზემდგომმა ორგანოებმა სპეცრაზმა, დანაყოფებმა, პოლიციელებმა. ზეწოლა მიიტანეს ბავშვებზე, ქალებზე, ხალხზე, აქ გაღიზიანდა ხალხი და ვერ შევაჩერეთ ხალხი” – ემზარ ტოხოსაშვილი.
გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.
დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.