ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სპეცრაზმმა წამიგდო წიხლქვეშ და გახარიას მოადგილეც იქ იდგა” – პანკისის მკვიდრი

პანკისის ხეობაში სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულმა, დათო იქაიძემ რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა, რომ სპეცრაზმმა წიხლქვეშ წაიგდო და ამას საბანაძე (გიორგი გახარიას მოადგილე) უყურებდა.

იქაიძეს დაზიანებები თვალის არეში აქვს მიყენებული და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

დათო იქაიძე მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ მას სპეცრაზმის თანამშრომლებმა დამიზნებით ესროლეს. რეზინიის ტყვიის მოხვედრის შემდეგ წაიქცა, რა დროსაც სპეცრაზმმა გაათრია. იქაიძე ირწმუნება, რომ სამართალდამცველები მას შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის თანდასწრებით უსწორდებოდნენ.

„უჭერია (იარაღი) პირდაპირ ჩემკენ მოშვერილი, მაგას ეგონა, რომ გავჩერდებოდი, არ გავჩერდი, წავედი პირდაპირ. ორი სამი ნაბიჯი გადავდგი და წავიქეცი, რომ წავიქეცი, გამათრიეს ამათ თავიანთკენ, ამასობაში, მერე იქიდან ერთ-ერთმა პიროვნებამ რომ დამიყვირა – რა გინდათო, რომ შევხედე საბანაძე იყო. ამასობაში სპეცრაზმმა წამიგდო წიხლქვეშ და თვითონ მანდ იდგა საბანაძეც” – განაცხადა დაშავებულმა.

გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.

დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.

ფოტო: რუსთავი 2

იტვირთბა....